ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შეიარაღებულმა პირმა ირანელი დიპლომატი გაიტაცა


დღეს პაკისტანში შეიარაღებულმა პირმა ირანელი დიპლომატი გაიტაცა, ხოლო მისი დაცვის მოსამსახურე მოჰკლა.

პოლიციის განცხადებით გატაცებას ადგილი ჰქონდა პაკისტანის ჩრდილოდასვლეთში ქალაქ ფეშავარში, სადაც გუშინ ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი და მისი მძღოლი მოჰკლეს. მოკლულთა თანმშრომლებმა და პაკისტანის პოლიციამ დაადასტურა,რომ სტივენ ვანსი პაკისტანის ტომებით დასახლებულ რაიონში ამერიკულ პროგრამაში მონაწილეობდა. შეიარაღებული პირმა მას ცეცხლი ოფოსში შესვლის წინ გაუხსნა.

ამას გარდა ოთხშაბათს ფეშავარიდან 35 კილომეტრის მოშორებით კამიკაძე ტერორისტმა დანაღმულივ მანქანა სკოლის ჭიშკარს შეაჯახა. ამის შედეგად დაიღუპა 3 დაცვის მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG