ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალყაიდას ლიდერი ბინ ლადენი ტერორისტული ჯგუფის ყოველდღიური ოპერციებიდან გათიშულია


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა მაიკალ ჰაიდენმა განაცხადა, რომ ალყაიდას ლიდერი ბინ ლადენი ტერორისტული ჯგუფის ყოველდღიური ოპერციებიდან გათიშულია და იძულებულია მთელი ძალისხმევა საკუთარი უსაფრთხოებისკენ მიმართოს.

ხუთშაბათს თავის გამოსვლაში ჰაიდენმა აღნიშნა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პრიორიტეტი ბინ ლადენის იზოლირებაა.მისივე განცხადებით ალყაიდას ლიდერი ავღანეთ პაკისტანის საზღვარის მიდამოებში იმალება. მაიკალ ჰაიდენის განცხადებით ბინ ლადენის მოკვლა ან მისი დაკავება მისი მიმდევრების თავდაჯერებულობას შეარყევს.

აშშ-ისთვის ალყაიდა კვლავ წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას და იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ამერიკაზე რაიმე ტერორისტული აქტის განხორციელებას, მომხდარზე პასუხისმგებელი ალყაიდას ტერორისტული ორგანიზაცია იქნება.ამას გარდა ჰაიდენმა ისიც აღნიშნა, რომ ალყაიდა თავის ტერორისტულ ქსელს აფრიკასა და შუა აზიაშიც ავრცელებს.

XS
SM
MD
LG