ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მთავრობა ლტოლვილთა  საკითხებში გაეროს   სააგენტოს  მუდმივი პარტნიორია


მოსახლეობის,ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სემუელ უითენი ოქტომბრის დასაწყისში, ჟენევაში გაერთიანებული ერების ლტოლვილთა საბჭოსა და ლტოლვილთა სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ლტოლვილთა საერთაშორისო პროგრამების განხილვა.

” ლტოლვილთა დახმარება ყველა ჩევნთაგანის ვალდებულებაა და არა არჩევანი”-განუცხადა აღმასრულებელ კომიტეტს ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სემუელ უითენმა 6ოქტომბერს.

“გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად ერთად მხარს უჭერს ბუდაპეშტში საგადასახადო და ადამიანური რესურსების , რეგიონალიზაციისა და დეცენტრალიზაციის სამსახურების გადატანისა და საბიუჯეტო გარდაქმნებისა და გლობალურ გარდაქმნათა აუცილებლობის ინიციატივას “ - განაცხადა ამერიკის ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. უითენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 2007წლის 1 ოქტომბრიდან 2008წლის 30სექტემბრამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა, კონფლიქტის მსხვერპლთა და იძულებით ადგილნაცვალთა დასახმარებლად 1მილიარდ 440 მილიონი დოლარი გამოჰყო. ამერიკამ აგრეთვე დააფინანსა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც ამ კატეგორიის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებესებაზე ზრუნავენ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ლტოლვილთა განსახლების საკითხს, ამერიკაში 2007 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 30 სექტემბრამდე სამოცი ათასი ლტოლვილი იქნა განსახლებული. ეს რიცხვი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების მანძილზე. 2009წელს უფრო მეტი ლტოლვილის განსახლებას გეგმავენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13 ათას ერაყელ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი თავის ქვეყანაში 2008წელს და ასევე 17ათასს იძულებით ადგილნაცვალს დაეხმარება 2009წელს.

ამერიკის სახელმწიფომ სპეციალური საემიგრაციო ვიზის პროგრამა დააწესა ერაყელ მოქალაქეთათვის, რომლებსაც უფლება მიეცემათ ამერიკაში ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, თუ ამერიკის საემიგრაციო კანონმდებლობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ .

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2008წელს ერაყის ლტოლვილთა რეგიონალური პროგრამების დასახმარებლად 175მილიონი დოლარი გამოჰყო.

“ის ერაყელები,რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იღებენ თავშესაფარს, საერთო მდგომარეობის ნათელ სურათს არ წარმოადგენენ”- განაცხადა ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სემუელ უითენმა. ამერიკის მთავრობა ერაყელი ლტოლვილების საკითხებთან დამოკიდებულებაში სამი მიმართულებით აწარმოებს დახმარებას .ლტოლვილთა დიდი ნაწილი გაეროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიიღებს შემწეობას. ასევე დახმარება გაეწევა იმ ხალხს, ვინც ერაყის მეზობელ ქვეყნებს აფარებს თავს და სამშობლოში დაბრუნება სურს. ასევე ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც განაგრძობს ერაყელი ლტოლვილების განსახლებას თავის ქვეყანაში. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით ,ამერიკის მთავრობა ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტოს მუდმივი პარტნიორია.

XS
SM
MD
LG