ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის თავდაცვის მდივანი რუსეთს აკრიტიკებს


ტალინში მიმდინარე ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა რუსეთი გააკრიტიკა კალინინგრადში რაკეტების განლაგების გადაწყვეტილების მიღების გამო. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე ახლადარჩეული ბარაკ ობამასთვის მილოცვას ნამდვილად არ წარმოადგენს. დღევანდელი გამოსვლისას, გეითსმა განაცხადა, რომ ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების გამო, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ კალინინგრადში ისკანდერის ტიპის რაკეტების დამონტაჟების გადაწყვეტილების მიღება პროვოკაციას წარმოადგენს. ბატონმა გეითსმა უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სოლიდარობა გამოუხატა.

XS
SM
MD
LG