ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის ეკონომიკა რეცესიის სტადიაში იმყოფება


გერმანიის ეკონომიკა რეცესიის სტადიაში იმყოფება.გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ხუთი წლის განმავლობაში პირველად რეცესიის სტადიაში იმყოფება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკა ნახევარი პროცენტით შემცირდა. გერმანიის ეკონომიკა უკვე ორი კვარტლის განმავლობში მცირდება, რაც რეცესიის უტყუარ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატებისა და იაპონიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა სიდიდით მესამეა მსოფლიოში. დღეს აზიის ბირჟები დაბალი მაჩვენებლით დაიხურა. პარიზში არსებული ეკონომიკური ურთიერთობისა და განვითარების ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები რეცესიის სტადიაში იმყოფებიან.

მომავალ შაბათს მსოფლიოს ოცი ეკონომიკურად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონში იკრიბებიან ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG