ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ბილ კლინტონის გუნდის წვრებით დაკომპლექტდება


აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უკვე შეუდგა მრჩეველთა და თანამშრომელთა ჯგუფის შედგენას. მათი დიდი ნაწილი პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ახლადარჩეული პრეზიდენტი ობამა ახარისხებს ექსპერტთა ჯგუფს , რომლებიც შეარჩევენ სახელმწიფო, თავდაცვისა და ხაზინის დეპარტამენტისთვის კადრებს.

ამ ჯგუფის ექვსი ლიდერი რომლებიც კანდიდატურების შერჩევაში იღებს მინაწილეობას თავის დროზე კლინტონის გუნდის წევრები იყვნენ.

ჯო ბაიდენმა თავისი აპარატის უფროსად რონ კლეინი შეარჩია, რომელიც ყოფილი ვიცე პრეზიდენტის ალ გორის აპარატის უფროსი იყო.

ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი დღეს დიკ ჩეინის შეხვდებიან, რომლის დროსაც ვიცე პრეზიდენტის რეზიდენციას დაათვალიერებენ.

XS
SM
MD
LG