ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტს სამი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ქალაქ ყანდაარში მდებარე სამთავრობო შენობაში განხორციელებულ აფეთქებას სამი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოცდაათამდე ადამიანი. ფიქრობენ, რომ უშიშროების სამსახურისა და პროვინციის ხელისუფლების შენობებთან მომხდარი ტერაქტი ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის მეშვეობით განახორციელეს. პოლიციამ ალყა შემოარტყა ადგილს სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ კარგადაა ცნობილი ის, რომ ყანდაარის პროვინცია თალიბების ყველაზე ძლიერი აქტიობით გამოირჩევა.


XS
SM
MD
LG