ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტალინში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან


შეერთებული შტატები ნატოს შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უჭერს მხარს. ესტონეთში ნატოს შეხვედრაზე ჩასული ამერიკის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი უკრაინისათვის და საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. პენტაგონი აცხადებს, რომ გეითსი ტალინს არ ეწვეოდა, რუსეთს აგრესია რომ არ განეხორციელებინა საქართველოს წინააღმდეგ. ამ ვიზიტით გეითსს სურს იმის ჩვენება, რომ ამერიკა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მყარად უდგას გვერდში. დღეს ტალინში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. აქ ისინი უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადყოფინს საკითხს განიხილავენ. თუმცა ექსპერტები ამ შეხვედრის დროს რაიმე ახალი გადაწყვეტილების მიღებას არ მოელიან.

XS
SM
MD
LG