ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ წლამდე ოჯახებს 2 000 პატიმარი დაუბრუნდება


თვენახევრიანი საქმიანობის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს ხალმძღვანელმა გია თორთლაძემ. მისივე განცხადებით ახალ წლამდე ოჯახებს 2 000 პატიმარი დაუბრუნდება. ანტიკრიზისული საბჭოს და საერთოდ, ხელისუფლების განცხადებით ხელისუფლების მთავარი მიზანია ამნისტია იმ ადამიანებს შეეხოს, რომელთა გათავისუფლება საზოგადოებისთვის საშიში არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, არ გათავისუფლდება არცერთი ისეთი პატიმარი, რომელიც მომავალში საზოგადოებას საფრთხეს შეუქმნის. საქართველოს პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავიდან 31 მუხლი დაასახელა, რომელთაც გასამართლებული პატიმრები ამნისტიას ექვემდებარებიან, მაგრამ ანტიკრიზისული საბჭოსა და საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით 31 მუხლს კიდევ 23 მუხლი დაემატა. მისივე თქმით ახალ წლამდე ციხეებს დატოვებენ ის პატიმრები, რომლებიც სამშვიდობოზე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გამოვლენ.

XS
SM
MD
LG