ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მზადაა  ითანამშრომლოს ამერიკის შეერებულ შტატებთან ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით


რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება,რომ მოსკოვმა უარყო ამერიკის გეგმა ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებით .“იტარტასი” კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს,რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს ამერიკის შეერებულ შტატებთან ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ,თუმცა კრემლი ამერიკის სარაკეტო პროგრამის აუცილებლობას არადამაკმაყოფილებლად თვლის.რუსეთი ოფიციალურად ბუშის ადმინისტრაციას ამ გეგმის ხელოვნურად განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს,რომ ბარაკ ობამა ზუსტად ამ ზეწოლის გამოა იძულებული რაკეტსაწინაღო გეგმაზე თანხმობა განაცხადოს. ბუშის ადმინისტრაცია თავისი მხრიდან აცხადებს,რომ რაკეტსაწინაღო დამცავი სისტემა არანაირად არ არის გათვლილი რუსეთის წინააღმდეგ და ეს სისტემა მსოფლიოს ისეთი მზაკვარი ქვეყნებისგან დაიცავს როგორიცაა ირანი.მოსკოვის აფრთხილებს ამერიკას,რომ ამ პროგრამამ შესაძლოა მსოფლიო ახალ შეარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანოს.რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით,რუსეთი გეგმავს ევროკავშირის მეზობლად მოკლე-რადიუსიანი სარაკეტო სისტემა განალაგოს.ეს სისტემა გათვლილი იქნებაპოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე ამერიკის მიერ განლაგებული რაკეტსაწინაღოსისტემის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG