ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა რომ მოსკოვი რაკეტებს განალაგებს ბალტიის ზღვის რეგიონში, თუ შეერთებული შტატები რაკეტსაწინაღო სისტემას განათავსებს ვეროპაში.ამერიკული რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემა ჩეხეთის რესპუბლიკაში ახალი რადარის მშენებლობას ითვალისწინებს, პოლონეთში რაკეტების განლაგებასთან ერთად. შეერთებული შტატები აცხადებს რომ ეს სისტემა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის რობერტ გეითსის განცხადებით ვაშინგტონმა არა ერთხელ განუმარტა კრემლს რომ ახალი სიტემა ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად არის გამიზნული:“ ჩვენ დიდი ხანია რუსეთის დარწმუნებას ვცდილობთ რომ ეს სისტემა მათ წინააღმდეგ არ არის გამიზნული, ის მიმართულია კონკრეტულად ირანიდან მოსალოდნელი საფრთხის გასანეიტრალებლად.“

რობერტ გეითსის თქმით შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა თავისი წარმომადგენლები გააგზავნოს ჩეხეთსა და პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის გაკონტროლების მიზნით. რობერტ გეითსის განცხადებით:“ მე განვუცხადე ვლადიმერ პუტინს, რომ ჩვენ ამ სისტემის ამოქმედებისგან თავს შევიკავებთ მანამ სანამ ირანი იმგვარ რაკეტას არ გამოცდის, რომელიც დასავლეთ ევროპამდე მიაღწევს რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე.“

თავის მხრივ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკ კორმაკმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამ სისტემის თავდაცვით ხასიათი:“ ის მცირე რაოდენობის რაკეტსაწინაღო სისტემები, რომლებიც პოლონეთში განლაგდება წინ ვერ აღუდგება რუსეთის ძლიერებას. ეს სისტემა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, როგორიცაა ირანი, რომელიც შორი რადიუსის რაკეტების შექმნაზე მუშაობს.“

ბატონი მაკკორმაკის განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია, რომელიც დიმიტრი მედვედევმა გაახმოვანა შეერთებული შტატების მწუხარებას იწვევს, მაგრამ ფაქტია რომ ეს სისტემა ევროპის დაცვისათვის არის მიმართული და აუცილებელია ნატოს ალიანსის უსაფრთხოებისათვის.


XS
SM
MD
LG