ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუს მთავრობა იელის უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის წამოწყებით იმუქრება


პერუს მთავრობა იელის უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის წამოწყებით დაიმუქრა. ლიმა აცხადებს, რომ ამერიკულ უნივერსიტეტს ინკების ძველი ცივილიზაციის წმინდა ქალაქის მაჩუ პიქჩუს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი და ამერიკაში წაღებული ძვირფასეულობის დაბრუნებას მოსთხოვს. პერუს დასაქმების მინისტრმა განაცხადა, რომ იელის უნივერსიტეტში ორმოც ათასამდე ნიმუში, მათ შორის კერამიკული ნაწარმი და ძვლებია თავმოყრილი. იელის უნივერსიტეტ დამთავრებულმა მკვლევარმა ჰირამ ბინგამმა მაჩუ პიქჩუს გათხრები 1911 წელს ჩაატარა.
XS
SM
MD
LG