ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზას სექტორში საწვავის შეტანის ნება დართო


ისრაელმა ღაზას სექტორში საწვავის შეტანის ნება დართო, მას შემდეგ, რაც სექტორის ერთადერთი თბოელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა. პალესტინელები აცხადებენ, რომ საწვავის პირველი პარტია უკვე მიეწოდა ნაჰალ ოზის დეპოს და იგი მუშაობას მალე განაახლებს. გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ღაზას სექტორში შეზღუდული რაოდენობის საწვავის შეტანის უფლება დართო. ისრაელმა გასულ კვირას პალესტინელების მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ შემოიღო ეს შეზრუდვა. ჯერ-ჯერობით ღაზის საზღვარი გახსნილი არ არის. ღაზას დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება და სექტორის მოსახლეობა მცირე გენერატორებს, ეგვიპტიდან კონტრაბანდული გზით შეტანილი საწვავის მეშვეობით ამუშავებს.

XS
SM
MD
LG