ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სამხედროების განცხადებით 7 მეამბოხე მოჰკლეს შეიარაღებული შეტაკების დროს


პაკისტანის სამხედროების განცხადებით 7 მეამბოხე მოჰკლეს შეიარაღებული შეტაკების დროს. ინციდენტს ადგილი ჰქონდა სვატის ხეობაში. მათივე განცხადებით შეტაკება მათასა და კაბალის ოლქში სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს დაიწყო.რამოდნიმე მეამბოხე დაიჭრა ორმხრივი სროლის დროს. ამ დროისათვის პაკისტანის უშიშროების ძალები ეძებენ იმ მეამბოხეებს, რომლებმაც სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული 13 სატვირთო ავტომანქანა გაიტაცეს. ეს აღჭურვილობა ავღანეთში უცხოელი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი.

ორშაბათს თავდასხმა ავტოკოლონაზე განხორციელდა მაშინ როდესაც პაკისტანის ჩრდილო დასავლეთით ხიბერის ტომებით დასახლებულ ოლქშიხიბერის გადასასვლელის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ოლქის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით ავტოკოლონას 60 ნიღბიანი დაესხა თავს

4 სხვადასხვა ადგილას 35 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამ ოპერაციის განხორციელებაში თალიბთა მეთაურის ბაითულა მეჰსუდის თანამებრძოლებს ადანაშაულებენ. ხიბერის გადასასვლელი ძალზედ მნიშვლელოვანი გზაა აშშ-სა და ნატოს ჯარებისთვის ავღანეთში.

XS
SM
MD
LG