ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბუშსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტ ობამას შორის მეგობრული საუბარი გაიმართა


თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით პრეზიდენტ ბუშსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტ ობამას შორის კონსტრუქციული, თავისუფალი და მეგობრული საუბარი გაიმართა. საუბარი ეხებოდა იმ პრობლემებს , რომელსაც მომავალი პირველი პირი წააწყდება თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ.

ორშაბათს ბუში და ობამა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ პირისპირ, წინა კვირას ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. თეთრი სახლის წინ მცირე გასეირნების შემდეგ, საუბარი მათ ოვალურ კაბინეტში გააგრძელეს.

ბარაკ ობამას წინასაარჩევნო ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ ბუშის ძალისხმევას ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემისა.

XS
SM
MD
LG