ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 14  მოქალაქე დაიღუპა


აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენელების განცხადებით, 14 ავღანელი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთში მოქმედი სამხედრო კოალიციის ჯარებთან შეტაკებისას. პროვინციის გუბერნატორის ქოსთ ჯამალის ინფორმაციით, ეს 14 ადამიანი დაცვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, ისინი გზების აღდგენის სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ამერიკის სამხედრო ძალების პრესცენტრის განცხადებით, დაღუპულები მეამბოხეები იყვნენ. მათ კოალიციის ჯარისკაცებს სროლა მას მერე აუტეხეს, რაც სამხედროებმა სატვირთო მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მეამბოხეთა საპასუხოდ კოალიციის ჯარების სამხედროებმა შვეულმფრენიდან გაუხსნეს ცეცხლი სატვირთო მანქანას . კოალიციის პრესცენტრის განცხადებით, კოალიციის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტის დეტალებს გულდასმით შეისწავლის .

XS
SM
MD
LG