ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა თეთრ სახლს სტუმრობს



დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე არჩეული ბარაკ ობამა თეთრ სახლს სტუმრობს.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე აარჩეული ბარაკ ობამა თეთრ სახლს სტუმრობს. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა ობამას ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციას ათვალიერებინებენ.

ობამას ოფისი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დასაწყისი ეტაპიდანვე ობამა ბუშის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის დიდი ნაწილის შეცვლას გეგმავს. ობამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რემ ემანუელმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის უპირველეს ამოცანას ეკონომიკის გაუმჯობესება წარმოადგენს:

“მე არ ვაზვიადებ იმ დიდ სიძნელეებს, რომლებიც ჩვენ უნდა გადავლახოთ. ჩვენ კრიზისის მოსაგვარებლად უკვე ბევრი გავაკეთეთ და გარდამავალ პერიოდში, უახლოეს თვეებში კიდევ უნდა გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები”. განაცხადა ბარაკ ობამამ.

ობამას გარდამავალი პერიოდის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონ პოდესტამ კი აღნიშნა:

“ჩემის აზრით ჩვენ საკმაოდ ჩქარი ტემპებით მვმოქმედებთ და ეკონომიკის და ეროვნული უშიშროების გამძღოლი ჯგუფების დაკომპლექტება თითქმის დავასრულეთ”. ციტატის დასასრული.

XS
SM
MD
LG