ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი არ ელის ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას


ირანი შეერთებული შტატების სათავეში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ მოელის.

ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სათავეში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ მოელის. დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჰასან ყაშქავიმ განაცხადა, რომ სამინისტრო ბარაკ ობამასგან რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოელის. ობამამ მანამდე განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა ყოვლად მიუღებელია. ამ განცხადების გამო გასულ შაბათს ირანის პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ იგი გააკრიტიკა. ლარიჯანის თქმით, ბარაკ ობამა აგრძელებს მისი წინამორბედების მიერ ირანის წინაარმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ კურსს.

XS
SM
MD
LG