ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა თეირანის  ბირთვულ ამბიციებს მიუღებელი უწოდა


შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ თეირანის ბირთვულ ამბიციებს მიუღებელი უწოდა, რასაც ირანის პარლამენტის სპიკერის კრიტიკა მოჰყვა. ბარაკ ობამამ მის პირველ პრესკონფერენციაზე ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრა და ირანს ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ,,ირნა“ ციტირებას უკეტებს ირანის პარლამენტის სპიკერს ალი ლარიჯანს რომელიც აცხადებს რომ ობამას განცხადება თეირანის ბირთვულ პროგარამაზე მეტყველებს შეერთებული შტატების მცდარ პოლიტიკაზე. როგორც ლარიჯანი ამბობს თუ შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გაუმჯობესება სურს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს თუ რა სახის განცხადებებს გააკეთებს მისი მიმართულებით.

XS
SM
MD
LG