ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა  უარი განუცხადეს ევროპელ პოლიტიკოსებს ეგვიპტის საშუალებით ღაზას სექტორში შესვლაზე


დღეს ევროპელ პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი ბრიტანეთის, ირლანდიის, შვეიცარიის და იტალიის პარლამენტის 11 წევრი პალესტინის მიერ კონტოლებად ღაზას სექტორში გემით ჩავიდნენ და სოლიდარობის მიზნით ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს.

ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა უარი განუცხადეს ევროპელ პოლიტიკოსებს ეგვიპტის საშუალებით ღაზას სექტორში შესვლაზე რის გამოც ისინი კვიპროსიდან ჩავიდნენ ღაზაში.

დაგეგმილია ასევე დიდი რაოდენობის სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის ჩატანა. ამ სახის ვიზიტი ღაზაში აგვისტოს შემდეგ კამპანია „თავისუფალი ღაზას“ აქტივისტების მიერ უკვე მესამედ განხორციელდა და ეს ღონისძიება ღაზას მოსახლეობის სავალალო მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG