ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელთა  დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა გადაიდო


მომავალ კვირას ეგვიპტეში დაგეგმილი პალესტინელთა დაპირისპირებულ დაჯგუფებებს ჰამასსა და ფატას შორის შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა გადაიდო, აცხადებენ ეგვიპტის ოფიციალური პირები. მოლაპარაკება ქალაქ ქაიროში 9 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. განცხადების თანახმად ჯერჯერობით უცნობია თუ როდის განახლდება მოლაპარაკება. დღეს ჰამასის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ ისინი არ აპირებენ ფატას ფრაქციასთან მოლაპარაკების გამართვას. ამავე განცხადების თანახმად პალესტინის პრეზიდენტი და ფატას ფრაქციის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მისი მხატდამჭერები აგრძელებენ ფატას მიერ კონტროლებადი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე განლაგებული ფატას შტაბბინაზე თავდასხმებს. გასულ თვეს პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ასამდე უშიშროების ოფიცერი განათავსა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰებრონში.
XS
SM
MD
LG