ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ახალი  პრეზიდენტი აირჩია


შეერთებული შტატების ყველაზე ისტორიულ არჩევნებში გამარჯვება ბარაქ ჰუსეინ ობამას ხვდა წილად იგი ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრესიდენტად იქნა არჩეული.

დაახლოებით 135-მა მილიონმა ამერიკელამ მიიღო ამ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. აქედან 52-მა პროცენტმა ხმა ბარაქ ობამას მისცა რომელსაც მამა კენიის მოქალაქე, დედა კი ამერიკის მოქალაქე ჰყავდა. იგი პირველი შავკანიანი ამერიკელია რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პოსტს დაიკავებს.

ყველა რასისა და წარმომავლობის ამერიკელთათვის ეს გამარჯვება საუკუნოვანი რასობრივი ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპია. იმ ბრძოლის შედეგია რომელმაც გააუქმა რასობრივი დისკრიმინაცია, შეცვალა სახზოგადოებრივი აზროვნება და გაუკვალა გზა ყველა ამერიკელს მიუხედავად მათი რასის, სქესის თუ სოციალური სტატუსისა.

ეს თემა კარგად იყო განხილული სენატორ მაკეინის გამოსვლაში „საუკუნეების წინ როცა პრეზიდენტ თეოდორ რუზველტმა ბუკერ ვაშინგტონი სადილზე თეთრ სახლში დაპატიჟა იქ მყოფმა საზოგადოებამ ეს შეურაწყობად მიიღო. ამერიკა დღეს შორს არის იმ დროინდელი ფანატიკური აზროვნებისა და რასიზმისგან და სწორედ ამის დამადასტურებელია შავკანინაი ამერიკელის არჩევა შეერთებული შტატების პრესიდენტად .“

4 ნოემბერს გამარჯვების შემდეგ გამოსვლაში სენატორ ობამამ განაცხადა: „თუ კიდევ არსებობს ვინმე ვისაც არ სჯერა რომ ამერიკა ის ადგილია სადაც ყველაფერია შესაძლებელი და თუ ფიქრობს ცოცოხალია თუ არა დღეს ჩვენ წინაპართა ოცნება ან კიდევ კითხვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, მაშინ დღევანდელი საღამო საუკეტესო პასუხია თქვენთვის.“

„მიუხედავად ვის მისცეს ხმა არჩევნებში დღეს ყველა ამერიკელს შეუძლია იამაყოს ამ ისტორიული ფაქტით“ განაცხადა პრესიდენტ ბუშმა სენატორ ობამას გამარჯვების შემდეგმ. „მათ დაანახეს მსოფლიოს ამერიკის დემოკრატიის ჭეშმარიტება და გზა რომელიც ჩვენ გავიარეთ რათა გავერთიანებულიყავით მათ აირჩიეს ის პრეზიდენტი რომელმაც ამერიკული ოცნება გაამართლა დაუღალავი მუშაობით, ოპტიმიზმით და ჩვენი ქვეყნის რწმენით“ აღნისნა პრესიდენტ ბუშმა.

ახლა როცა არჩევნები დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინებულ იქნა ორივე მხარე უნდა გაერთიანდეს რატა ერთად მოაგვარონ ის პრობლემები რომლის წინაშეც ამერიკის შეერთებული შტატები დგას. ახალმა პრეზიდენტმა ობამამ განაცახა რომ მის 4 ნოემბრის გაამოსვლაში პრესიდენტმა ლინკოლნმა ჩვენზე ბევრად უფრო გახლეჩილ დაყოფილ ქვეყანას მიმართა და თქვა: "ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ მეგობრები ვართ, მიუხედავათ იმის ა რომ ემოციები ჭარბობს,ამან არ უნდა დაარღვიოს ჩვენი სწრაფვა კეთილდღეობისათვის."

XS
SM
MD
LG