ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქტომბერში 240 000 ამერიკელმა დაკარგა სამსახური


აშშ-ში ოქტომბრის თვეში 240 000 -მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა- 6,5 %-მდე.

შრომის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მონაცემები 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მათივე განცხადებით 1,2 მილიონმა ადამიანმა სამუშაო ადგილი ერთი წლის მანძილზე დაკარგა.

ეკონომისტები აცხადებენ , რომ აშშ-ში ამ მხრივ კრიზისია და უფრო მეტად გაუარესებას ელიან მომავალში. ყველაზე მეტად სამუშაო ადგილების მხრივ დაზიანდა სამრეწველო სამშენებლო და საფინანსო კომპანიები.

არასახარბიელო ციფრები გამოიკვეთა ხუთშაბათს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ამ ანგარიშის მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტი საგრძნობლად შემცირდება 2009 წელს.

ხუთშაბათს ინგლისისა და ევროპის ცენტრალური ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს. ეს უკანასკნელი განპირობებული იყო იმით, რომ ბიზნესებს შეეძლოთ ფული უფრო მარტივად ისესხონ, გააფართოვონ თავისი ოპერაციები და დაიქირავონ მეტი ხალხი.

XS
SM
MD
LG