ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კოალიციურმა ძალებმა ალ ყაიდას ტერორისტები დააკავეს


აშშ-ის სამხედროების განხცხადებით დღეს ერაყში კოალციურმა ძალებმა დააკავეს 24 ეჭვმიტანილი ალყაიდას წევრი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია ჩატარდა, როგორც თვით ბაღდადში ისე მის შემოგარენში, ქალაქებში ტიკრიტსა და მოსულში. ასევე კოალიციურმა და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს ქალაქ კირკუკში.

ხუთშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ წარმოადგინეს უშიშროების შეთანხმებაზე საბოლოო პასუხი,მაშინ როდესაც ერაყის მთავრობა თვლის რომ საჭიროა მეტი მოლაპარაკებები.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ერაყის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები განიხილა და მოლაპარკების პროცესი დამთავრებულია. იმის შესახებ თუ რა რეაგირება მოახდინა ამ შემოთავაზებაზე ამერიკის მთავრობამ რობერტ ვუდსმა დეტალები არ გაამხილა.

ერყის ოფიციალური პირის ალი ალდაბაგის განცხდებით, ერაყმა მიიღო აშშ-გან უშიშროების შეთანხმებაზე პასუხი, მაგრამ მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.უშიშროების შეთანხმებაზეუშიშროების შეთანხმებაზე.

XS
SM
MD
LG