ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ნავთობსადენი ააფეთქეს


თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში ნავთობსადენის აფეთქების შედეგად შეფერხებულია ნავთობის გადაზიდვა.

ოფიციალური ცნობებით, შანლიურფას პროვინციაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნავთობი ორი კილომეტრის მანძილზე დაიღვარა და რეზერვუარის ნაპირებსაც კი მიაღწია.

ოფიციალურმა პირებმა ნავთობსადენის აფეთქებაში საბოტაჟი გამორიცხეს და ამის ნაცვლად წნევის უეცარი ცვლილება მოიყვანეს მიზეზად.

ქურთი სეპარატისები, მანამდე სწორედ ამ ნავთობსადენის მარშრუტს ესხმოდნენ თავს.აღნიშნული ნავთობსადენით, ერაყის ქალაქ კირკუკიდან ნავთობი ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე გადააქვთ.

ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როდის აღდგება ნავთობსადენის მუშაობა.

XS
SM
MD
LG