ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის სააქციო ბირჟებზე დღეს დილით დაღმასვლა აღინიშნა


ევროპის სააქციო ბირჟებზე დღეს დილით დაღმასვლა აღინიშნა. უფრო ადრე კი ბარაკ ობამას გამარჯვებით დაიმედებულ აზიის ბაზრებზე მატება დაფიქსირდა. ლონდონის, პარიზისა და ფრანკფურტის ბირჟების ინდექსები ერთ პროცენტზე მეტით დაეცა. ეს ვარდნა მსოფლიოს უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანიის არსელორ მიტალის აქციების ღირებულების მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია. კომპანიამ განაცხადა, რომ წარმოებას ოცდაათი პროცენტით შეამცირებს. დღეს ტოკიოს ნიკეის ინდექსი ოთხ ნახევარი, ხოლო ჰონკონგის ჰან სენგი კი სამი პროცენტის მატების მაჩვენებლით დაიხურა. აქციების ღირებულებამ ასევე შანხაის, სიდნეისა და უელინგტონის ბირჟებზეც მოიმატა.

XS
SM
MD
LG