გვესაუბრება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს პროფესორი კევინ ჯოუნსი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მომავალ პოლიტიკაზე კავკასიის რეგიონისა და რუსეთის მიმართ
“მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერIკის საგარეო პოლიტიკა ძალიან ნელა მოძრავი მექანიზმია. ამიტომაც ობამას ადმინისტრაციის მიერ რადიკალურ ცვლილებებს ამ ორი რეგიონის მიმართ სწრაფად ვერ ექნება ადგილი. შეუძლებელიც არის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ერთ დღეში შეიცვალოს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მთავარი იქნება არა პოლიტიკის სწრაფი ცვლილება, არამედ მიდგომის, დამოკიდებულების ხელახალი შემუშავება, რომელიც დამყარებული იქნება უფრო მეტად თანამშრომლობაზე და არა მტრობაზე.
კავკასიისა და რუსეთის მნიშვნელობა მათი გეოპოლიტიკუი მდგომარეობის გამო-ავღანეთთან, პაკისტანთან ახლომდებარეობის, ენერგო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ძალისხმევის გამო არ იცვლება.
რაც შეხება საქართველოს, ორივე კანდიდატმა არჩევნების ბოლო ეტაპზე მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ობამას კამპანიამ უფრო შემრიგებლური ტონით მიმართ რუსეთის პრეზიდენტს, ვიდრე ეს მაკეინის მრჩველების მხრიდან მოხდა. მიუხედავად ამისა, ობამას განცხადება მაინც კარგად გაიგეს კრემლში და ამიტომაც მგონია, რომ ობამას ადმინისტრაციის მოწოდება თანამშრლობლობისკენ წარმატებული იქნება.
შედარების სახით გავიხსენებ პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს მიუნხენის კონფერენციაზე, მოგვიანებით კი პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლას იგივე საკითხის ირგვლივ, სადაც ორივე მათგანმა ფაქტობრივად ერთიდაიგივე პოზიცია დააფიქსირა საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა მედვედევის განცხადებების ტონი ბევრად უფრო მისაღები და შემრიგებლური იყო, ვიდრე პუტინის მხირდან მომავალი მუქარა. “
კრემლის მიმართ როგორი დამოკიდებულება განვითარდება?
მგონია, რომ კრემლმა და თეთრმა სახლმა ერთმანეთს უნდა აცალონ. რადიკალური ცვლილება არ იქნება ჩვენს ურთერითობაში, თუმცა იქნება ცვლილება და ახალი ადმინსტრაცია ამერიკაში, ამიტომაც ახალი ტიპის მოალაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ჩემი შეხვედრების შემდეგ რუსეთში გამიჩნდა აზრი რომ იქ ნამდვილად არსებობს სურვილი მოლაპარაკებისა ამერიკასთან და იმის გაცნობიერება, რომ ურთიერთობა უნდა შეიცვალოს ბევრ საკითხში.
ასევე მგონია ისიც, რომ საინტერესოა დავაკვირდეთ რუსების რეაქციას ამერიკაში მიმდინარე მოვლენებზე არევნების შემდეგ. მანამდე რუსები თითქოს ბუშს აბრალებდნენ სხვადასხვა შიდა პრობლემას. ახლა როგორც ჩანს ბევრი რამ შეიცვლება, ისე რომ ვნახოთ როგორ განვითარდება ორმხრივი ურთიერთობები.”