ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს ხმების დათვლა ამერიკის აღმოსავლეთის შტატებში


გრძელდება ხმების დათვლა გადამწყვეტ შტატებში. უკვე დაიხურა რამდენიმე შტატის საარჩევნო უბნები ამერიკის აღმოსავლეთში. ხმების დათვლის შემდეგ ჯერ კიდევ გაურკვეველია ოჰაიოს, ინდიანასა და ვირჯინიაში ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი. ბარაკ ობამა სავარაუდოდ გამარჯვებას მოიპოვებს ვერმონტის შტატში, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში სამი ხმა აქვს. ჯონ მაქეინი კი კენტუკის შტატში მიაღწევს წარმატებას, სავარაუდოდ, რომელსაც 13 დელეგატი ჰქავს კოლეგიაში. ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება სხვა შტატებში. მთელი ამერიკის მასშტაბით დიდია საარჩევნო უბნებზე გასული მოსახლეობის რაოდენობა.

გამარჯვების შემთხვევაში ბარაკ ობამა პირველი შავკანიანი ამერიკელი პრეზიდენტი გახდება. იგი 47 წლის არის.

თუკი პრეზიდენტი ჯონ მაქეინი გახდა, იგი ამერიკის ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი იქნება 72 წლის ასაკში.

XS
SM
MD
LG