ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის ფქტებს იძიებს


ინდონეზიის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობისა და უცხო ქვეყნების საელჩოების აფეთქების მუქარის ფაქტებს იძიებს.

ინდონეზიის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობისა და უცხო ქვეყნების საელჩოების აფეთქების მუქარის ფაქტებს იძიებს. ეს მუქარა 2002 წელს ბალიში განხორციელებული ტერაქტის მომწყობების სიკვდილით დასჯის დაგეგმვას ეხმაურება. ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიციამ მუქარა სატელეფონო მესიჯის მეშვეობით მიიღო. ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირები ქვეყნის პრეზიდენტის სუსილო ბამბაკ იუდოიონოს მოკვლითა და ავსტრალიის საელცოს აფეთქებით იმუქრებიან იმ შემთხვევაში თუ ბალის აფეთქების მომწყობ ტერორისტებს სიკვდილით დასჯიან. ტერორისტთა სიკვდილით დასჯის დღის მოახლოვების გამო, ინდონეზიაში უშიშროების დაცვას ახლა უფრო დიდ ყურადრებას უთმობენ.

XS
SM
MD
LG