ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუხედავად რეცესიის ნიშნებისა, ევროპის  ბაზრები არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია


მიუხედავად რეცესიის ნიშნებისა, ევროპის ბაზრები არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის აზრით გლობალური კრიზისის გამო ევროკავშირი უკვე იმყოფება რეცესიის მდგომარეობაში, ევროპის სააქციო ბაზრები დღეს არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაშია. ევროპის თხუთმეტი ქვეყნის ფინანსთა მინისტრების მიერ ერთობლივად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მომავალ წელს ევროპის ეკონომიკა უმნიშვნელოდ გაიზრდება და მისი შემცირებაც კია მოსალოდნელი. მინისტრებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკის დასახმარებლად ერთობლივი გეგმა არ შემუშავდება და ყველა ქვეყანა ტავად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები იყრიან თავს. დღეს ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელის ფასი ორმოცდაცხრამეტ დოლარს მიაღწია. დღეს გასული სექტემბრის დაღმავლის შემდეგ, საბანკო კრედიტების გაცემის მაჩვენებელიც გაიზარდა. მსოფლიოს მთავრობებმა სესხემის გაცემით, აქციების შეძენითა და სხვა ოპერაციების დამსახურებით, ტრილიონობით დოლარი გააკეთეს. ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა დღეს საპროცენტო განაკვეთი ნული მთელი სამი მეოთხედი პროცენტით შეამცირა. დღესვე საპროცენტო განაკვეთს ალბათ ევრობანკიც შეამცირებს. საპროცენტო განაკვეტის შემცირება სხვადასხვა ბიზნესებსა და მომხმარებელს სესხების უფრო იაფად აღებაში შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG