ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობა გააიოლებს რუსეთიდან მუსლიმი მომლოცველების მოგზაურობას მექაში.


ირანის ტელევიზიით გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ირანის მთავრობა გააიოლებს რუსეთიდან მუსლიმი მომლოცველების მოგზაურობას მექაში. ირანის აზერბაიჯანის ტელევიზიით ადგილობრივმა გუბერნატორმა აღუთქვა რუსეთიდან წამოსულ პილიგრიმებს, რომ მათ არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა ირან -აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას და არც თვით ირანში გადაადგილებისას.

ეს განცხადება გაკეთდა ორშაბათს ირანის აზერბაიჯანის გუბერნატორსა და დაღესტნის რესპუბლიკის მუფტის შორის მოლაპარაკებების შემდეგ.

ყოველ წელს 15 ათასამდე მუსლიმი მომლოცველი გადადის დაღესტნიდან ირანში ასტარას გავლით,რათა საუდის არაბეთში მექაში მოხვდნენ.

XS
SM
MD
LG