ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადში მომხდარ აფეთქეებებს   11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბომბი აფეთქდა ავტობუსის გაჩერებაზე ბაღდადში მაშტალის უბანში. ამ აფეთქების დროს 7 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში კი მეორე აფეთქება მოხდა რომლის დროსაც 4 დაიღუპა, ხოლო 8 დაიჭრა.

აგრეთვე დღეს აშშ-ს კოალიციური ძალების წარმომადგენელის განცხადებით ერაყის სამხედროებმა ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბაღდადის სადრის უბანში მრავალი იარაღი ამოიღეს. ამოღებულია ჭურვები ,ხელყუმბარები, ასაფეთქებელები, რაკეტები და მათი გამშვებები.

XS
SM
MD
LG