ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრობს

როგორ შეიცვლება ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება რუსეთისა და კავკასიის მიმართ? ორივე კანდიდატი ძირითადად მსგავს პოლიტიკას გაატარებს. აქ იგულისხმება ძალისხმევა კავკასიაში სტაბილობის მისაღწევად, სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობა, მათ შორის ნავთობსადენისა და მშვიდობისმყოფელთა საკითხებზე, ასევე მოლაპარაკებები ნარკოტიკების ტრეფიკინგის და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოსაგვარებლად. ამდენად მიმაჩნია, რომ ორივე კანდიდატს დაახლოებით მსგაგვსი მიზნები ამოძრავებს და ორივე მათგანი შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზე როგორ შეიცვლება ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება რუსეთისა და კავკასიის მიმართ? ორივე კანდიდატი ძირითადად მსგავს პოლიტიკას გაატარებს. აქ იგულისხმება ძალისხმევა კავკასიაში სტაბილობის მისაღწევად, სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე მუშაობა, მათ შორის ნავთობსადენისა და მშვიდობისმყოფელთა საკითხებზე, ასევე მოლაპარაკებები ნარკოტიკების ტრეფიკინგის და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოსაგვარებლად. ამდენად მიმაჩნია, რომ ორივე კანდიდატს დაახლოებით მსგაგვსი მიზნები ამოძრავებს და ორივე მათგანი შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. მაგრამ ჩემი აზრით, განსხვავება დიდი იქნება თვითონ მმართველობის სტილში. ბარაკ ობამა ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს კომპრომისისა და სხვადასხვა გამოსავლის მისაღწევად. იგი შეეცდება რუსეთთან, საქართველოსთან, შესაძლოა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ასევე სხვა მხარეებთან დიალოგის გამართვას. ეს კი ნამდვილად წარმოშობს შესაძლებლობებს დაპირისპირების გადასაწყვეტად.

რაც შეეხება ჯონ მაკეინს. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გაგრძელდება ჯორჯ ბუშის და უფრო ადრე, დემოკრატი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიერ აღებული კურსი. ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული დათმობიების გაკეთებამდე, არავისთან არ წარიმართება არნაირი მოლაპარაკება. ეს კი ჩემი აზრით მოსაზრებების რადიკალურ პოლარიზაციას გამოიწვევს და პრობლემებს კიდევ უფრო გააღმავებს.”
ჩვენს კითხვაზე თუ რატომ არის ეს არჩევნები ასეთი დაძაბული და კრიტიკული მნიშვენლობის, ჯონ კოლარუსო გვპასუხობს:

“ორი მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ შიდა საკითხებში უკვე გამოიკვეთა, რომ ბუშის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო ქვეყანა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. რაც შეეხება ბარაკ ობამას კანდიდატურას, როგორც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, ობამას კანდიდატურა პოტენციურად შერიგების და აზრთა შეჯერების საშუალებას გააჩენს ამერიკაში. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, იგი საერთაშორისო კონტექსტში უნდა ვეძებოთ. მსოფლიოს ფინანსური კრიზისი, სასაქონლო ბაზარზე მზარდი ფასები, ისევე როგოც ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე შექმნილი მოთხოვნები მიუთითებს იმას, რომ აშშ მომავალ პრეზიდენტს ამ საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს.”

“დღესვე არჩევნებია ამერიკის კონგრესში. არჩეული იქნება სენატის სრული შემადგენლობა, ისევე როგორც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენთა ერთი მესამედი. დემოკრატიული უმრავლესობა იქ თითქმის გარანტირებულია. ამიტომაც მგონია რომ ბარაკ ობამას არჩევის შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის უფრო რეალურია. რაც შეეხება ჯონ მაკეინის გაპრეზიდენტების შესაძლებლობას, ამ დროს ნაკლებ სავარაუდოა რომ დემოკრატიული უმრავლესობის კონგრეთან მსგავსი ურთიერთგაგება გამოინახოს, რაც სხვადასხვა საკითხის დარეგულირებას გაართულებს.”
თავის შეხედულებებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გვიზიარებდა კალიფორნიაში მაკმასტერის უნივერსიტტეტის პროფესორი ჯონ კოლარუსო.

თის დამოუკიდებლობის აღიარებას. მაგრამ ჩემი აზრით, განსხვავება დიდი იქნება თვითონ მმართველობის სტილში. ბარაკ ობამა ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს კომპრომისისა და სხვადასხვა გამოსავლის მისაღწევად. იგი შეეცდება რუსეთთან, საქართველოსთან, შესაძლოა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ასევე სხვა მხარეებთან დიალოგის გამართვას. ეს კი ნამდვილად წარმოშობს შესაძლებლობებს დაპირისპირების გადასაწყვეტად.
რაც შეეხება ჯონ მაკეინს. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გაგრძელდება ჯორჯ ბუშის და უფრო ადრე, დემოკრატი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მიერ აღებული კურსი. ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული დათმობიების გაკეთებამდე, არავისთან არ წარიმართება არნაირი მოლაპარაკება. ეს კი ჩემი აზრით მოსაზრებების რადიკალურ პოლარიზაციას გამოიწვევს და პრობლემებს კიდევ უფრო გააღმავებს.”

ჩვენს კითხვაზე თუ რატომ არის ეს არჩევნები ასეთი დაძაბული და კრიტიკული მნიშვენლობის, ჯონ კოლარუსო გვპასუხობს

XS
SM
MD
LG