ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებია


დღეს აშშ-ში პრზიდენტის არჩევნებია. ახლად არჩეული პრეზიდენტი შეცვლის ჯორჯ ბუშს, რომელიც ქვეყანსა 8 წელი მართავდა.

ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცედურა დაწყებულია და მთელი ამერიკის მასშტაბით გახსნილია საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი. ეხპერტების ვარაუდით ამ არჩევნებზი ხალხის დიდი ნაკადია მოსალოდნელი.

დემოკრატების კანდიდატი ბარაკ ობამა და რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი თითქმის 2 წელია ჩართულები არიან წინასაარჩევნო მარათონში, რათა 20 იანვარს შეცვალონ ჯორჯ ბუში.

იმ შემთხვევაში თუ ბარაკ ობამას აირჩევენ დღეს , იგი იქნება პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში , ხოლო მაკკეინის არჩევის შემთხვევაში იგი იქნება ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი რომელიც თეთრ სახლში მოვა. სარა პეილინი კი გახდება ქვეყნის პირველი ქალბატონი, რომელსაც ვიცე პრეზიდენტობა დაევალება.

სენატორი ობამა , რომელიც წინასწარი გამოკითხვებით უსწრებს მაკკეინს, პირდება ამერიკელებს, რომ იგი გამოასწორებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და შეამცირებს გადასახადებს მოსახლეობისთვის. ქვეყანას ესაჭიროება დიდი ცვლილებები ბუშის არაპოპულარული ადმინისტრაციის მართველობის შემდეგ. განაცხადა ობამამ

მაკკეინი ამტკიცებს , რომ მას მეტი გამოცდილება აქვს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.მაკკეინი უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნის სტრატეგიის მომხრეა.

XS
SM
MD
LG