ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები თბილისში


საქართველოში დღეს, აჭარაში და თბილისის 2 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთში, 8 საათზე დაიხურება. დედაქალაქში საარჩევნო უბნები დილის 8 საათძე გაიხსნა ვაკეში და დიდუბეში. ამომრჩევლებმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები უნდა აირჩიონ. თბილისის არჩევნებში მმართველ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ მიუღია, მმართველმა პარტიამ დანაპირები შეასრულა და თავისი კანდიდატები ამ არჩევნებზე არ წარუდგენია, ასპარეზი მან საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს დაუთმო. თავიანთი კანდიდატები თბილისში წარადგინეს ქრისტიან-დემოკრატებმა, ჩვენ თვითონ და ქართულმა დასმა. ვაკეში 71 საარჩწევნო უბანი გაიხსნა, თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა არცერთ უბანზე მაღალი არ ყოფილა. ამერიკის ხმა ვაკის რაიონის 46-ე საარცევნო უბნის თავმჯდონმარეს ბ-ნ მარად პაპიძეს გაესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ რომ უბანში 1600 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო არცწევნებში მონაწილეობა დღის 4 საათისთვის 65-მა ამომრჩეველმა მიიღო. ვაკეში 97 189 ამომრცეველია რეგისტრირებული.

ასევე 3 კანდიდატი იყრის კენჭს დიდუბის მაჟორიტარად. დიდუბეში 55 უბანი გაიხსნა, სადაც 70 572 ამომრჩეველია რეგისტრირებული. უმაღლეს საბჭოს ირჩევს დღეს აჭარა. აჭარის საარჩევნო კომისიის ცნობით დილის 8 საათიდან აწარაში 334 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აჭარის 6 საარჩევნო ოლქში - ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში და ხულოში 289 ათას 196 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ნაცვლად თავდაპირველად დარეგისტრირებული 9 პარტიისა, მონაწილეობა 6 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო : ნაციონალურმა მოძრაობამ. ქრისტიან-დემოკრატებმა, ჩვენ თვითონ, ქართულმა დასმა, მრეწველებმა და ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ. იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები აჭარაში, ტელეფონით ბათუმში სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს კახა სოფრომაძეს დავუკავშირდი, რომელმაც თქვა , რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა...

XS
SM
MD
LG