ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკკეინი 1936 წელს პანამის არხის ზონაში დაიბადა


ჯონ მაკკეინი 1936 წელს პანამის არხის ზონაში დაიბადა. მისი მამა და პაპაც ამერიკელი ადმირალები იყვნენ. მაკკეინმასაზღვაო აკადემია დაამთავრა და სამხედრო მფრინავი გახდა. შემდეგ მან ვიეტნამის ომში მიიღო მონაწილეობა.


1967 წელს მისი თვითმფრინავი ჩრდილოეთ ვიეტნამელებმა ჩამოაგდეს, ჯონ მაკკეინი შეიპყრეს და ხუთ წლი ნახევრით დაატუსაღეს. ტყვეობის დროს ჯონმა მრავალი ტანჯვა-წამება გამოიარა. გათავისუფლებულ მაკკეინს შინ როგორც ეროვნულ გმირს ისე დახვდნენ. მაკკეინი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტისტვის იგი კარგადაა მომზადებული:

“მე ამ პოსტისთვის მომზადება არ მესაჭიროება. მე ბოროტებისთვთის თვალებში უკვე ჩამიხედავს და ისიც კარგად ვიცი თუ რა არის ომი. სწორედ ამიტომაც გავხდები ამერიკის პრეზიდენტი”. განაცხადა მან.

მაკკეინმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში განიცადა მარცხი. მაშინ პარტიის კანდიდატად ტეხასის გუბერნატორი ჯორჯ ბუში დაასახელეს. ამჯერად კი სენატორმა მაკკეინმა წარმატებას მიაღწია და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. იგი იმედოვნებდა, რომ მისი გამოცდილება თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში მოწინააღმდეგის ბარაკ ობამას მონაცემებს დაჩრდილავდა. თუმცა საფინანსო კრიზისმა ხალხი შეაშინა და მათ ყურადრება ძირითადად ეკონომიკაზე გადაატანინა:

“ახლა უმთავრეს ყურადღებას დაუძლურებულ ეკონომიკაზე ამახვილებენ. ამან კი ამომრჩევლის ყურადრების ერაყიდან და ეროვნული უშიშროებიდან, ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზე გადატანა გამოიწვია.ანუ ყურადღების იმ საკითხებიდან, რომლებშიც მაკკეინია ძლიერი იმ საკითხებზე გადატანა მოხდა, რომლებშიც ობამა მოიაზრება ძლიერად”. ამბობს ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის თანამშრომელი, პრეზიდენტების ბიოგრაფიათა მკვლევარი ალან ლიჰტმანი.

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის ბოლო დღეებში, მაკკეინმა ობამასეული ეკონომიკური პოლიტიკა მძაფრად გააკრიტიკა:

“მას სჯერა იმისა, რომ სიმდიდრე თანაბრად უნდა გადანაწილდეს და არა იმისა, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობს ხელს. სენატორი ობამა უფრო დაინტერესებულია იმის გაკონტროლებით ვის რა ულუფა ერგება, ვიდრე ამ ულუფის გაზრდით”. განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

არიზონელმა სენატორმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ალასკის შტატის გუბერნატორი სარა პეილინი აირჩია. ამ არჩევანმა დააკმაყოფილა კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი. თუმცა პეილინს რამდენეიმე კვირის განმავლობაში გაუჭირდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა და ბევრი თვლის, რომ ვიცე პრეზიდენტად მისმა დასახელებამ მაკკეინს უფრო შეუსალა ხელი ვიდრე დაეხმარა მას:

“მაკკეინი ეცადა პრეზიდენტ ბუშთან ასოცირებას გაქცეოდა. მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ობამას საარცევნო რეკლამები მაკკეინს ბრალს დებდა ბუშის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერაში:

“ისტორიას, რომ გადავხედოთ, წარუმატებლად მართვის შემდეგ არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ შეუნარჩუნებია თეთრი სახლი და აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას იყო ეს პრეზიდენტი თუ პრეზიდენტის პარტიის სხვა წარმომადგენელი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ბევრი რამ მაკკეინის წინააღმდეგაა მომართული”. ამბობს ალან ლიჰტმანი.

რესპუბლიკელთა კანდიდატს ასევე ასაკიც არ უწყობს ხელს. იგი სამოცდათორმეტი წლისაა:

“მე რესპუბლიკელი ვარ და ბრძოლას ვარჩევ. არასოდეს ვნებდები. მე ჩვენი ქვეყნისთვის ახალი გეზის დასახვისთვის ვიბრძვი. იმისთვის ვიბრძვი რაც ამერიკისთვის მნიშვნელოვნად მიმაცნია”. აცხადებს მაკკეინი. საერთოდ კი ცნობილია, რომ თითქმის დამარცხებულ ჯონ მაკკეინს, მისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთხელ მიუღწევია გაუმარჯვებისთვის.”


XS
SM
MD
LG