ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს, ქვეყნის პარლამენტის გარანტირებულ წევრობას სთავაზობენ


ერაყში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს, ქვეყნის პარლამენტის გარანტირებულ წევრობას სთავაზობენ.

ერაყის პარლამენტი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ქვეყნის რეგიონების საბჭოებში გარანტირებულ წევრობას სთავაზობს. ექვსი ადგილი ქრისტიანებისთვის, იეზიდებისა და შაბაკებისთვის იქნება გათვალისწინებული. ეს ორჯერ ნაკლებია გაეროს მიერ მოთხოვნილ კვოტაზე. თავიდან ერაყის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ უმცირესობებისთვის გარანტირებული წევრობის უფლების მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილებამ ქრისტიანების და სხვა უმცირესობების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ წინაარმდეგ განხორციელებული დევნის გამო ათასობით ქრისტიანს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის დატოვება მოუწია. არჩევნები მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა, რომ დღეს ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებულ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიცია აცხადებს, რომ ამ ტერაქტის შედეგად დაჭრილ ოც კაცს შორის ათი პოლიციელია.

XS
SM
MD
LG