ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში უცხოელი გაიტაცეს, ხოლო ავღანელი, რომელიც გატაცებულთა გამოხსნას ცდილობდა სიცოცხლეს გამოასალმეს.



ქაბულში უცხოელი გაიტაცეს, ხოლო ავღანელი, რომელიც გატაცებულთა გამოხსნას ცდილობდა სიცოცხლეს გამოასალმეს.

ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში ფრანგი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი გაიტაცეს, ხოლო ავღანელი, რომელიც გატაცებულის გამოხსნას ცდილობდა სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ინფორმაციით, ქუჩაში მოარულ ორ ფრანგს სამმა შეიარაღებულმა პირმა

დაუპირა გატაცება. ერთ-ერთმა ფრანგმა თავს უშველა. გამტაცებლებმა

მეორე მამაკაცი ავტომობილში ჩასვეს და მიიმალნენ. თვითმხილველების თქმით, გამტაცებლებმა მოკლეს იქვე მყოფი ავღანელი, რომელიც ფრანგებს გამოესარჩლა. ცნობილი გახდა, რომ დაღუპული ავღანეთის ეროვნული უშიშროების უწყების მძღოლი იყო. ბოლო დროს გამოსასყიდის მიღების მიზნით, ავღანეთში გახშირდა უცხოელების გატაცების ფაქტები.

XS
SM
MD
LG