ათასობით ირანელი მონაწილეობდა დღეს თეირანში შეერთებული შტატების ყოფილი საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო მიტინგზე რომელიც ისლამური რევოლუციის დროს ამ საელჩოში მყოფი ამერიკელების მძევლად აყვანის 29 წლისთავს მიეძღვნა.
მომიტინგეები ისრაელის და ამერიკის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. დემონსტრანტები ძირითადად ახალგაზრდა სტუდენტებისგან შედგებოდნენ. 1979 წელს რადიკალურად განწყობილმა სტუდენტებმა 52 ამერიკელი აიყვანეს მძევლად, როლებიც 444 დღის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ სტუდენტების ლიდერთა უმეტესობა დღეს ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკოსები არიან ირანში.
ვაშინგოტნმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან ამ კრიზისის გამო.