ჩინეთის იუნანის პროვინციაში მეწყერმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 34 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული.
ჩინეთის ახალი ამბების სააგენტო სინხუას ინფორმაციით მეწყერი ქალაქ ჩუხიონის მახლობლად ჩამოწვა და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ რაიონში დიდი ხანია კოკისპირული წვიმები მოდიოდა.