ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არნოლდ შვარცნეგერი არჩევნებში  ჯონ მაკკეინს უჭერს მხარს


სულ რამდენიმე დღეში, 4 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ მაკკეინი საარჩევნო მარათონს ისეთ მნიშვნელოვან შტატებში ახორციელებს როგორიცაა ვირჯინია და პენსილვანია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი სარა პეილინი ნორს კაროლინასა და ფლორდაში იმყოფება.

პარასკევს, კალიფორნიის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა საარჩევნო მარათონში ჯონ მაკკეინთან ერთად მიიღო მონაწიელობა.

უახლოეს მომავალში ჯონ მაკკეინი, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის სარა პეილინის მსგავსად შეერთებულ შტატებში პოპულარული იუმორისტული ღამის შოუში, სახელწოდებით Saturday Night Live-ში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ამის ფონზე დღეს ბარაკ ობამა დემოკრატთა მხარდამჭერი რადიოს საშუალებით ამერიკელ ერს სიტყვით მიმართავს.. იგი ასევე სიტყვით გამოვა კოლორადოს, მისურის და ნევადას შტატებში. ხოლო ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ინდიანასა და ოჰაიოში იმყოფება.

ობამამ მაკკეინს ეკონომიკური პოლიტიკის გეზი დაუწუნა. მას მიაჩნია რომ მაკკეინი ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ცდილობს რომელმაც მისი აზრით ერთხელ უკვე განიცადა კრახი.


XS
SM
MD
LG