ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრაუსი ამერიკის არმიის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს ავღანეთში.


ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრაუსი, რომელმაც ერაყში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოქმედი შეერთებული შტატების ჯარების მთავარსარდლად დანიშნეს.

გენერალი პეტრაუსი ამერიკის არმიის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს ავღანეთში. ერაყში პეტრაუსის წელიწადნახევრიანი მოღვაწეობის შედეგად ამ სახელმწიფოში 80%-ით შემცირდა ძალადობა, ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი კი ამერიკელებმა ერაყელებს გადააბარეს.

დევიდ პეტრაუსის განცხადებით ავღანეთში სულ სხვა სიტუაციაა შექმნილი თუმცა ერაყის გამოცდილება მას აქაც გამოადგება. ახალი სტრატეგია პარტიზანებთან მოლაპარაკების დაწყებას ითვალისწინებს ავღანეთში ამერიკელთა ჯარების გაზრდის პარალელურად.


XS
SM
MD
LG