დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ყოფილ პრეზიდენტი ბილ კლინტონი ეხმარება.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ეხმარება. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ობამა ამერიკის მომავალს წარმოადგენს. ბატონი კლინტონი გუშინ ობამასთან ერთად იმყოფებოდა ფლორიდის შტატში. აქ სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა აღნიშნა, რომ ხალხმა ბარაკ ობამას ხმა უნდა მისცეს მისი ფილოსოფიური და პოლიტიკური შეხედულებების და მართვის უნარის გამო. ობამამ საპასუხოდ კლინტონი დიდი პრეზიდენტის და დიდი სახელმწიფო მოღვაწის ეპითეტებით შეამკო. იმ ფაქტის გამო, რომ რამდენიმე თვის წინ ობამამ შიდაპარტიულ არჩევნებში კლინტონის მეუღლე ჰილარი დაამარცხა, აქამდე ორივე მხარე ერთმანეთისადმი არამეგობრულად იყო განწყობილი. ობამას კამპანიამ მრავალი მილიონი დოლარი დახარჯა ნახევარსაათიანი სატელევიზიო რეკლამისთვის, რომლის გამოც ობამას მოწინაარმდეგემ ჯონ მაკკეინმა იგი მძაფრად გააკრიტიკა.