ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალდივის კუნძულების პრეზიდენტმა მაუმუნ აბდუკ გაიუმმა აღიარა თავისი  დამარცხება სამშაბათს ჩატერბულ საპრეზიდენტო არჩევნებში


მალდივის კუნძულების პრეზიდენტმა მაუმუნ აბდუკ გაიუმმა აღიარა თავისი დამარცხება სამშაბათს ჩატერბულ საპრეზიდენტო არჩევნებში.დღეს სახელმწიფო რადიოთი გაკეთებულ განცხადებაში საუბრისას პრეზიდენტმა თავის ოპონენტს ოპოზიციის ლიდერს მოჰამედ ნაშიდს გამარჯვება მიულოცა.ახლად არჩეული პრეზიდენტის ნაშიდის მომხრეები ქუჩებში გამოვდნენ მისი გამარჯვების აღსანიშნავად. ეს პირველი დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნებია მალდივის კუნძულებზე.დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ნაშიდმა, რომელიც ყოფილი პოლიტიკური პატიმარია ხმების 54% -ი დააგროვა, მისმა მოწინააღმდეგემ , კი 46%.ოფიციალური შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.ნაშიდი მალდივის კუნძულების დემოკრატიული პარტიის სახელით იყრიდა კენჭს, მან დაპირება მისცა მოსახლეობას რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც აწმყო პრეზიდენტის დროს მკვეთრად გაიზარდა 71 წლის პრეზიდენტი გაიომი რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობასი მართავდა ქვეყანას, ბოლო 6 საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ნაშიდი 41 წლის ახალგაზრდა, ქარიზმატულიდემოკრატია. იგი პრეზიდენტ გაიომის მართველობის დროს შეთითხნილი ბრალდებებით მრავალჯერ მოხვდა ციხეში.


XS
SM
MD
LG