ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის სხვადასხვა ქვეყნების  სავაჭრო ბირჟებზე დღეს  შეიმჩნეოდა განსხვავებული მაჩვენებლები


ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისსავაჭრო ბირჟებზე დღესშეიმჩნეოდა განსხვავებული მაჩვენებლები,რაც მანამდე ტოკიოსა და ჰონგ კონგში მაჩვენებლების ზრდის შემდეგ დაფიქსირდა.

ლონდონისა და პარიზისბაზრებზე ამ მაჩვენებლებმა 5-6 %-ით აიწია, მაშინ როდესაც ფრანკფურტში შეიმჩნეოდა 2%-იანი კლება.

ტოკიოს ნიკეის ინდექსმა ზრდა განიცადა 7 და ¾ %-ით, რასაც უკავშირებენ იმ ვარაუდს, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აპირებდა. ჰონგ კონგში დღის ვაჭრობა 1%-ით უფრო მაღალი მაჩვენებლით დამთავრდა ვიდრე ტოკიოში .დღეს მოგვიანებით აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის შესახებ განცხადება გაკეთდება.

სამშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაუ ჯონსის მაჩვენებელმა 11%-იანი ზრდა განიცადა, გაიზარდა აშშ-ს სხვა ინდექსებიც. რამაც მანამდე არსებული დანაკარგები გარკვეულწილად შეავსო. მაჩვენებლების ზრდას უკავშირებენ აშშ-ს მთავრობის მიერ კრიზისში მყოფი ეკონომიკის გადარჩენის ძალისხმევას.


XS
SM
MD
LG