ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ვარდების რევოლუციის ხუთი წლისთავზე ჩვენი კორესპონდენტის სონია პეისის მიერ საქართველოდან მოწოდებული ინფორმაცია


რუსეთთან ომის შემდეგ ცხოვრება ნელ ნელა ნორმალურ კალაპოტში დგება. თუმცა ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია:

ამბობს ჩვენი ერთ ერთი რესპონდენტი.

ბევრი ქართველი ახლა მხოლოდ მშვდობაზე ოცნებობს.მოგეხსენებათ გასულ აგვისტოს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინაარმდეგ და შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისა და ამ სეპარატისტული რეგიონების ფარგლებს გარეთ მდებარე ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახერხა, ქართველთა შორის სხვადასხვა შეხედულებებმა დაისადგურა;“როგორც ჩანს რუსეთის მოქმედებამ სააკაშვილის პოზიციები გაამყარა. რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული, რომ არ ჩაედინათ სააკასვილს წყალი შეუდგებოდა”. ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე რონდელი თუმცა მის მოსაზრებას ყველა როდი იზიარებს:გვეუბნება სოციოლოგი ლეილა გაფრინდაშვილი.

საქართველომ დასავლეთისგან დიდი მორალური მხარდაჭერა მიიღო და ახლა არმიი და ეკონომიკის აღდასგენად და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საფინანსო დახმარებასაც იღებს.

თუმცა ბევრი უკვე თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს პროდასავლურმა ორიენტაციამ და მისმა ნატოსკენ სწრაფვამ განაპირობა:

“ასეთი კონფლიქტური სიტუაციის არსებობას საქართველოსადმი ინვესტორთა ინტერესების დაქვეითება ზალუძს, რაც ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე”. ამბობს საერთასორისო საკრიზისო ჯგუფის წარმომადგენელი ლორენს შითსი.

საქართველოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სატრანზიტო ვაჭრობაზე. მაგრამ მომავალ ნოემბერს, როდესაც ვარდების რევოლუციის ხუთი წლისთავი აღინიშნება ზოგი ქართველი ქვეყნის მიმართულების საკითხს წამოჭრის. წერს სონია პეისი.

“ქვეყანის მთავრობამ მედიას უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოს. საქართველოში ტელევიზია ძალზე კონტროლდება და ამ პროცესმა აუცილებლად უნდა განიცადოს უკუსვლა. ასევე საქართველოს მთავრობამ სასამარტლო სისტემის რეფორმა უნდა მოახდინოს, ვინაიდან სასამართლო საქართველოში ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელიარ არის”. გვეუბნება ლორენს შითსი.

რუსეთთან ომის ჭრილობები ჯერ კიდევ შეუხორცებელია. ეკონომიკურ დაღმავალი და მაპის მიღებაზე უარის თქმა ქართველებს ვარდების რევოლუციის დროს მიცემულ პირობებზე ნამდვილად დააფიქრებს. წერს სონია პეისი.

რუსეთთა


XS
SM
MD
LG