ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში თორმეტი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს


ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთში თორმეტი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს.

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ავღანეთში მოქმედი სამხედრო კოალიციის ძალებმა თორმეტი თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. ამ ინფორმაციის თანახმად,

კოალიციის ჯარისკაცების გადამყვან სამხედრო ვერტმფრენს ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ვარდაკის პროვინციაში მოუწია გაუთვალისწინებლად დაჯდომა, მას

შემდეგ რაც თალიბების მიერ ნასროლმა რაკეტამ იგი დააზიანა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ათივე სამხედრო უვნებელი გადარჩა. კოალიციის ძალებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ბრძოლაში თორმეტი თალიბი გაანადგურეს. ამ დროს კი ამერიკასი მოქმედმა ორგანიზაციამ აზიის ფონდმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში ავღანეთში სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი ვინც ქვეყნის მომავლს პესიმისტურად აფასებს.

XS
SM
MD
LG