ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარტიზანული მოძრაობა დიპლომატიური საშუალებებით უნდა განეიტრალდეს


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის შაჰ მეჰმუდ ქურეშის განცხადებით პაკისტანის და ავღანეთის ხელისუფლებას გააზრებული აქვთ რომ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი პარტიზანული მოძრაობა დიპლომატიური საშუალებებით უნდა განეიტრალდეს.

ეს განცხადება ისლამაბადში პაკისტანის და ავღანეთის პუშტუნთა ტომთა ბელადების შეხვედრას მოჰყვა, რომელშიც 50 პოლიტიკოსი, მუსულმანი სასულიერო პირები და უხუცესები მონაწილეობდნენ. ეს შეხვედრა ალ-ყაიდას და თალიბანის სამხედრო გააქტიურების პრობლემას ეძღვნებოდა.

ამავე პრობლემას ეხებოდა დიდი ჯირგის სახელით ცნობილი თავყრილობა, რომელიც შარშან ავღანეთის დედაქალაქში ჩატარდა.

XS
SM
MD
LG