ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა იმ ქსელის მეთაური რომელიც იარაღის კონტრაბანდას ახდენდა უცხოეთიდან ერაყში


ამერიკელ ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად

სირიაში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა იმ ქსელის მეთაური რომელიც იარაღის კონტრაბანდას ახდენდა უცხოეთიდან ერაყში. საინფორმაციო საშვალებებში ვრცელდება ოფიციალური პირის განცხადება, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. ამ განცხადების თანახმად მოკლულია აბუ ღადია. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად ღადია ერაყში ალყაიდას ოპერაციების ერთ ერთი მთავარი დამფინანსებელიც იყო. სირია ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებს ბრალად, ოფიციალური დამასკოს სიტყვებით „ ტერორისტულ აგრესიაში“ რომელსაც რვა მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა.თეთრი სახლი,სახ. დეპი და პენტაგონი უარს აცხადებენ ამ ინციდენტის ირგვლივ კომენტარის გაკეთებაზე თუმც სახ. დეპის რწმუნებულმა შონ მაკკორმაკმა აღიარა ის რომ სირიამ აშშ-ს საპროტესტო ნოტა გადასცა. სირიის საგარეო საქმეთა მინისტმა ლონდონში განაცხადა რომ რეიდი კვირა დღეს განხორციელდა. მისვე თქმით თუ მსგავს რეიდს კიდევ ექნება ადგილი სირია დაიცავს თავის ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG