ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ევროპის საფონდო ბირჟებზე კვლავაც შეინიშნებოდა ინდექსის ვარდნა


დღეს ევროპის საფონდო ბირჟებზე კვლავაც შეინიშნებოდა ინდექსის ვარდნა. ასევე დაეცა ფასები ნავთობზე მიუხედავად იმისა რომ ოპეკმა ნავთობის მოპოვების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.პარიზის, ფრანკფურტის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა შესაბამისად 5,3 და 4%-ით. ტოკიოში ნიკეის ინდექსი 6%-ით დაეცა ჰონ კონგში კი 13%-ით. ნავთობზე ფასი დღეს ლონდონის ბირჯაზე 60 დოლარამდე დავარდა. ინვესტორები შიშობენ რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის წახალისების პროცესმა შესაძლოა შედეგი არ გამოიღოს.დღესვე იენი კიდევ უფრო გამყარდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში რაც იაპონური საექსპორტო საქონლის გაძვირებას გამოიწვევს. ამის გამო დიდი შვიდიანის წამყვანი ინდუსტრიული სახემწიფოებგანსაკუთრებული ზომების მიღებას აპირებენ ბაზრის სტაბილიზაციის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG